მოსკოვში კანონიერი ქურდი დააკავეს
მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში რუსეთის სამართალდამცავებმა დააკავეს ცნობილი "კანონიერი ქურდი" სერგეი ასატრიანი, მეტსახელად "ასეტრინა". დაკავებისას მას კოკაინით სავსე პაკეტი აღმოუჩინეს.
46 წლის "ასეტრინა" შედის ე.წ. ასატრიანების კლანში. იგი ყველაზე ახალგაზრდა "კანონიერი ქურდია". წარმოშობით იგი საქართველოდანაა. მისი "კანონიზაცია" 2008 წელს მოხდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ცნობილი ავტორიტეტები, როგორიცაა "დედა ხასანი", "იაპონჩიკი", "პიჩუგა", "ვოსკრესი", "სლივა" და სხვები.
აღსანიშნავია, რომ "ასეტრტინას" მამა ედუარდიც კანონიერი ქურდია, მეტსახელად "ედიკ თბილისსკი".