გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობაში ერთი ბრალდებული გამართლებულია

გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობაში ერთი ბრალდებული გამართლებულია

   რუსული საინფორმაციო სააგენტოს "რია ნოვოსტის" ცნობით, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობაში 3 ბრალდებულიდან ერთი გაამართლა, ხოლო 2 ბრალდებულს გამამტყუვნელი განაჩენი გამოუტანა და 4-იდან 25 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

   სასამართლომ რომან ბელქანია და თორნიკე კვირიკაშვილი მკვლელობაში და იარაღის უკანონო ბრუნვაში დამნაშავედ სცნო. მესამე ფიგურანტს ალექსანდრე ბერიშვილს სასამართლომ მკვლელობის ბრალდება მოუხსნა, თუმცა დამნაშავედ სცნო ტყვიაწამლის უკანონო შენახვაში.

   შეგახსენებთ, რომ ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური და ასლან აბაშიძის გარემოცვის წევრი რომან დუმბაძე 2012 წლის 21 მაისს მოსკოვში მოკლეს. მანამდე გენერალი სამშობლოს ღალატისათვის საქართველოში გაასამარლეს. 2008 წელს რუსული ინტერვენციის დროს, რუსი გენერლის ბორისოვის(ასლან აბაშიზის დროს ბათუმში რუსულ სამხედრო ბაზას მეთაურობდა) მოთხოვნით გენერალი დუმბაძე ქართველ სამხედრო ტყვეებში გადაცვალეს. მას შემდეგ დუმბაძე მოსკოვში ცხოვრობდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: