დავით ზალკანიანი:-"მისასალმებელია ისეთი ლიდერის განცადება, როგორიც ქემერონია"

დავით ზალკანიანი:-"მისასალმებელია ისეთი ლიდერის განცადება, როგორიც ქემერონია"

   როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა დევიდ ქემერონის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, უკეთესი იქნება, მსგავსი კომენტარები შემდგომში კონკრეტულ ქმედებებში გადაიზარდოს. 

   -"ჩვენი, როგორც თავდაცვის და იმ უწყებების, რომლებიც ჩართულნი ვართ ნატო-ს სამიტის მოსამზადებელ საქმიანობაში, ბუნებრივია, უმთავრესი პრიორიტეტები ამ მიმართულებით არის. კერძოდ, თავდაცვის შესაძლებლობების თვალსაზრისით, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება. მისასალმებელია ისეთი ლიდერის განცადება, როგორიც ქემერონია. კარგი იქნება, რომ ნატო-ს წევვრი სხვა ქვეყნების ლიდერებმაც მსგავსი განცხადებები გააკეთოს და ეს შემდგომში კონკრეტულ ქმედებებში გადაიზარდოს. აქედან გამომდინარე, ასეთი განცხადებები ჩვენთვის მისასალმებელია და მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს", - განაცხადა ზალკალიანმა.

   შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ნატო-ს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებისკენ მოუწოდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: