ჯაბა სამუშია ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრების განცხადებას გამოეხმაურა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია გამგეობების ბიუჯეტთან დაკავშირებით ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ მიერ ბიუჯეტის ხარჯვაზე გაკეთებული აქცენტები არასწორია.
მისი თქმით, აქ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეა საუბარი და არა მის შესრულება–არშესრულებაზე.
ჯაბა სამუშიამ მათ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გამგეობებში თანხები პირწმინდადაა გახარჯული, რის დასტურადაც მან კოლეგებს კონკრეტული ციფრები წარმოუდგინა.
საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით,ათივე რაიონს სოციალურ მუხლში 3 მილიონ 650 ათასი ლარი ქონდა ჩადებული, ხოლო რეალურად ათივე რაიონის ჯამური ციფრი 350 ათასის ტოლფასია.
რაიონების მიხედვით სოციალურ მუხლში, მაგალითად, ნაძალადევში 32 000 ლარია დარჩენილი, დიდუბის რაიონში კი 350 ათასიდან 39 ათასი. იგივე მდგომარეობაა ბინათმესაკუთრეთა მუხლშიც.
-"ასე, რომ, რა თქმა უნდა, პრობლემა არსებობს. ეს არის პირველადი შესწავლის შედეგები და ახლა უკვე ახალი გამგებლები მოახდენენ შიდა შემოწმებას, რის შედაგადაც მალე კონკრეტული სურათი დაიდება. თუ რა მიზნით და რატომ იხარჯებოდა აღნიშნული თანხები, ამას ახლო მომავალში მოგახსენებთ"",–განაცხადა ჯაბა სამუშიამ.