მაია ფანჯიკიძე:-"უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ადამიანების პოზიცია, ვინც საკუთარი სახლებიდან უკანონოდ გამოდევნეს"
რუსული სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში 75% რუსეთთან მჭირდო ურთიერთობებს ემხრობა. ამ გამოკვლევენს ეჭვით უყურებს საქართველოს საგარეოსაქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე და ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 300 000-ზე მეტი დევნილია, იქ ჩატარდა ეთნიკური წმენდა და ეს ყველასთვის ცნობილია.
-" ამ ხალხის პოზიციის და სურვილის არგათვალისწინება ნებისმიერ კვლევას ეჭვქვეშ აყენებს. არ ვიცი ეს კვლევა რას ეფუძნება, თუმცა თუ რაიმე ტიპის კვლევა და რეფერენდუმი ჩატარდება, უნდა იყოს გათვალისწინებული იმ ადამიანების პოზიცია, ვინც საკუთარი სახლებიდან უკანონოდ გამოდევნეს."