ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს

ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს

   "ევროკავშირი სინანულს გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის განცხადების გამო, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის აკრძალვას გულისხმობს", - განცხადება ევროკავშირში ცოტა ხნის წინ გაკეთდა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკიდან, ევროპიდან, იაპონიიდან, კანადიდან და ავსტრალიიდან საკვების იმპორტი შეზღუდა.

   "ნათელია, რომ განცხადება პოლიტიკურად მოტივირებულია. კომისია ზომების განხილვას მას შემდეგ დაიწყებს, როგორცი კი უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება სრულ შინაარსზე. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვები პირდაპირ კავშირშია ყირიმის უკანონო ანექსიასთან და უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციასთან. 

   ევროკავშირი ერთგული რჩება უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციის. მას შემდეგ, რაც კომისია შეაფასებს იმ ღონისძიებებს, რაც რუსეთის ფედერაციამ შემოიღო, ვიტოვებთ უფლებას, რომ მოვიქცეთ შესაბამისად", - აცხადებენ ევროკავშირში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: