პოლიტიკურ არენაზე ახალი პარტია გამოდის
"ქრისტიან-დემოკრატები" და ნინო ბურჯანაძე გაერთიანდნენ. ახალი პარტიის სახელი "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობაა". ამის შესახებ ოფიციალურად პარტიის ლიდერის ნინო ბურჯანაძის თავმჯდომარეობით გამართულ ყრილობაზე გახდა ცნობილი. ორი პარტია ერთი სიმბოლიკითა და ერთი სახელით საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება.
-"ჩვენი პოლიტიკური გუნდი გააგრძელებს სერიოზულად პოლიტიკურ ბრძოლას. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რისთვისაც მე და ჩემი თანაგუნდელები ვიბრძოდით. ეს არის ბრძოლა დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის. ჩვენ ნამდვილად ხმამაღალ სიტყვას ვიტყვით", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.