დავით ნარმანია:-"ატესტაციის წინ სტრუქტურის ოპტიმიზაცია მოხდება"

დავით ნარმანია:-"ატესტაციის წინ სტრუქტურის ოპტიმიზაცია მოხდება"

   თბილისის მერი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ატესტაციების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, ატესტაციის წინ სტრუქტურის ოპტიმიზაცია მოხდება.

   "ჩვენ დღეს შევქმენით კომისია, რომელმაც უნდა წარმოადგინოს წინადადებები ატესტაციების ჩატარების გონივრულ ვადებთან დაკავშირებით. ცალკეულ ნიუანსებს კომისია დაამუშავებს და შემდეგ მთავრობის სხდომაზე იქნება წარმოდგენილი, დამტკიცებული და მიღებული. ჩვენ გვჭირდება წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები, ყველა ძირითადი ნიუანსის გავლა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროულად დავიწყოთ ეს პროცესი. მერია საკმაოდ რთული სისტემაა, ბევრი თანამშრომელი მუშაობს, ბევრი სამსახურებია. აქედან გამომდინარე მოსამზადებელი პერიოდი ჩვენ მეტი გვჭირდება, ვიდრე სხვა პატარა მუნიციპალიტეტებს. იყო სამეთვალყურეო საბჭოები, რომლის არსებობაც არ იყო სავალდებულო. გარდა ამისა, ჩვენ ახლა ვსწავლობთ სტრუქტურებს დეტალურად. ატესტაციის წინ სტრუქტურის ოპტიმიზაციის წინადადებებსაც წარმოვადგენთ და დავამტკიცებთ. შექმნილ კომისიას ტექნიკური დავალებები აქვს და ის არის მერიის შიგნით შექმნილი, რომელმაც მოსამზადებელი სამუშაობი უნდა ჩაატაროს. ამ კომისიაში გარედან მოწვეული პირებიც იქნებიან. ჩვენ გვინდა, რომ მეტი კვალიფიციური კადრი მუშაობდეს მერიის სისტემაში, რათა მერიის მუშაობა ეფექტური გახდეს", -განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: