მიხეილ სააკაშვილი:-"რაც რუსეთმა ვერ მიიღო იარაღის ძალით, იმ ხალხის ხელით სურს მიიღოს, ვისაც უნდა ციხის კარების შიგნიდან გაღება"

მიხეილ სააკაშვილი:-"რაც რუსეთმა ვერ მიიღო იარაღის ძალით, იმ ხალხის ხელით სურს მიიღოს, ვისაც უნდა ციხის კარების შიგნიდან გაღება"

   მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ვარშავიდან ეხმაურება და ამბობს:

   "ბევრმა ვერ აღიქვა ის, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა, ვერ აღიქვა მთელი სიღრმე და სიმძაფრე იმ საფრთხისა, რომელიც ევროპულ ცივილიზაციას წინ დაუდგა. 2014-მა წელმა უკრაინაში ყველაფერი საბოლოოდ გაარკვია. 2008 წელს  საქართველოში და 2014 წელი უკერაინაში არის ერთი ომის გაგრძელება. მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გამოიჩინეს წარმოუდგენელი გმირობა, რაც მსოფლიოს ლიდერები საქართველოს გადასარჩენად ერთხმად დაირაზმნენ, საქართველოში 6 ევროპული წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა, აშშ-მა თვითმფრინავები ააფრინა და მეექვსე ფლოტი საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოვიდა, ჩვენ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული კურსი, მომავალი გადავარჩინეთ. რამდენიმე წლის შემდეგ სამწუხაროდ  საფრთხეები ისევ დაბრუნდა, საფრთხე არის ის, რომ რაც რუსეთმა ვერ მიიღო იარაღის ძალით, იმ ხალხის ხელით მიიღოს, ვისაც უნდა ციხის კარების შიგნიდან გაღება. 

   მე მჯერა, რომ ეს მათ არ გამოუვათ, რადგან საქართველო არის გიორგი ანწუხელიძის სამშობლო. ჩვენ ანწუხელიძისა და სხვა გმირების სისხლი არავის უნდა შევარჩინოთ".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: