პრემიერ-მინისტრი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა
-"თქვენ ახლა გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, თქვენი ქვეყნისთვის გააკეთოთ სასიკეთო საქმეები"- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.
მთავრობის მეთაურმა "ამბასადორიალი 2014"-ის დასკვნით სამუშაო დღეს ელჩებთან შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და მთავრობის გასული წლის მიღწევები შეაჯამა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წარმატებით ჩატარებულ საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მისი განმარტებით, საქართველოს ისტორიაში პირველად, 21 ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება რეალურ დემოკრატიას აშენებს.
პრემიერმა ქართველ დიპლომატებს საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების განმტკიცებისა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გააქტიურებისკენ მოუწოდა.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველი დიპლომატების კითხვებს.