"შევთხოვოთ ღმერთს, მოანიჭოს ქვეყანას მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება"
ერაყის ჩრდილოეთში, შანგალის რეგიონში, განვითარებულ მოვლენებს საპატრიარქო სპეციალური განცხადებით ეხმაურება:
"გამოვთქვამთ იმედს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები დროულად გადადგამენ ქმედით ნაბიჯებს მის შესაჩერებლად. საერთოდაც, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სერიოზული პრობლემებია, რაც შეიძლება დიდი დაპირისპირების წინაპირობად იქცეს, ამან კი გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
შევთხოვოთ ღმერთს, მოანიჭოს ქვეყანას მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება"-აღნიშნულია განცხადებაში.