ჯამბულ გამცემლიძე:-"სიცოცხლე ისედაც არ მინდა, მაგრამ ნუ მიბიძგებთ დანაშაულისკენ!"
როგორც უკვე ცნობილია, ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას კომპიუტერით სარგებლობის უფლება მიეცათ. ამ ფაქტს ჯამბულ გამცემლიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
-"ღია წერილი, სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის მინიტრს.
მე თქვენი გვარი არ ვიცი და მაპატიეთ ,რომ ვერ დავწერე,მოგახსენებთ,რომ ნაცმოძრაობის ბანდამ მომიკლა შვილი,სააკაშვილისა და მერაბიშვილის გაქეზებულმა ,,მურიებმა,,ქუჩაში დახოცეს 150 მეტი ახალგაზრდა,დღეს მერაბიშვილი და მისი პარტიული მეგობარი უგულავა ციხეში ზიან,მოითხოვეს და მეორე დღესვე დაუკმაყოფილედ მოთხოვნა,გეკითხებით,რატომ დაგვცინით,ჩვენი შვილები არაფრის გულისთვის საიქიოში გაუშვეს,ესენი დანაშაულისათვის ციხეში ზიან და კომპიუტერი მოუნდათ,რას გავს თქვენი ქმედება,ან შვილი არ გყავთ ან მშობლები?მითხართ რა სახის პროტესტს მივმართო,რომ ეს საქციელი ძვირად დაგიჯდეს მიკარნახე მაინც, ნუ მიბიძგებთ დანაშაულისკენ გთხოვთ ყველაფერს აქვს საზღვარი...მე ციცოცხლე უკვე ისედაც აღარ მინდა,მაგრამ თქვენი ქმედებით ნუ გვიხეთქავ გულებს ჩვენი სატკივარი გვყოფნის,მათ საკანში თუ რაიმე იქნება რაც მოითხივეს გპირდებით თქვენც მალე დაემშვიდობებით თანამდებობას,იმხელა საპროტესტო აქციას მიიღებთ, გცხვენოდეთ..........!!!!!(სტილი დაცულია)