მთავრობის წევრები დაღუპული გმირების საფლავებს გვირგვინით შეამკობენ
დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, დაღუპული გმირების საფლავებს გვირგვინით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შეამკობენ.
საქართველოს პრეზიდენტი გმირების საფლავზე 09:00 საათზე მივა, პრემიერი კი 10 საათზე შეამკობს გვირგვინით გმირების საფლავებს, მთავრობის სხვა წარმომადგენლები 11:15 წუთზე მიაგებენ აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილ მეომართა ხსოვნას პატივს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან და პრობაციონერებთან ერთად, დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალს პატივს მიაგებს და გვირგვინით 13:30 შინდისში შეამკობს.