საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი გვირგვით შეამკო. ქვეყნის პირველმა პირმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
-"დღეს ვგლოვობთ ჩვენს ძმებს და დებს, ვინც სამშობლოსთვის უთანასწორო ბრძოლაში გაწირა თავი. დღეს ერთმანეთს ვაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღარასდროს განმეორდეს სისხლისღვრა; ერთმანეთს ვაძლევთ ფიცს, რომ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს, დავიცავთ მშვიდობით და იმ ბრძოლით, რომელსაც ყოველდღე ვაწარმოებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.