ირაკლი ღარიბაშვილი:-"ქედს ვიხრი ამ ომში დაღუპული თითოეული ჯარისკაცის, გმირი ვაჟკაცების წინაშე"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"ქედს ვიხრი ამ ომში დაღუპული თითოეული ჯარისკაცის, გმირი ვაჟკაცების წინაშე"

   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავები გვირგვინით შეამკო. პრემიერმა მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს საომარი მოქმედებებისას დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების შემდეგ განაცხადა. 

 

   -"მე ქედს ვიხრი ამ ომში დაღუპული თითოეული ჯარისკაცის, გმირი ვაჟკაცების წინაშე. სახელმწიფო ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ოჯახებს გვერდში დავუდგეთ. ეს ჩვენი ველდებულება და მოვალეობაა. ფაქტია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად, ამ ომის თავიდან აცილება ვერ შევძელით და მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები: კოდორი, ათეულობით სოფელი შიდა ქართლში, ათეულობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც დღესაც საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობენ. ამ ომით მძიმე დარტყმა მიადგა ჩვენს ეკონომიკას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს ჩვენი ჯარისკაცებისთვის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა იყო".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: