რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე მიწა-კლდის მეწყერი, ჩამოიშალა რამაც გზის სავალი ნაწილის ნაწილობრივ შევსება და მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ. 136-ე-კმ. 152-ე მონაკვეთზე (ჩუმათელეთი-ხევი) დასაშვებია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი ტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით.
მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.