დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი

დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი

   დღეს, წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნის პატივსაცემად წირვა აღევლინა. წირვის შემდგომ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ. ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ დაღუპულათა ოჯახის წევრები და თანამებრძოლები.

 

   გენერალური შტაბის უფროსმა 2008 წლის ომში დაღუპულთა გმირობაზე ისაუბრა. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით: "დღევანდელი დღე არის ის დღე, როდესაც, ყველა ქართველი ერთიანდება ამ ბიჭების სულების მოსახსენიებლად.  მე მოხარული ვარ, რომ სასაფლაოზე და მათი სახელობის ეკლესიებში არ წყდება ხალხის ნაკადი. ეს ნიშნავს, რომ არაფერი და არავინ არის დავიწყებული".

 

   წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია 2008 წელს გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით შენდება. ეკლესიის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და მიმდინარე  წლის ბოლომდე დასრულდება. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: