რამ დააბნია სანდრო ბრეგაძე?

რამ დააბნია სანდრო ბრეგაძე?

   მედიაში გავრცელებული ინფორმაციით საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი შესაძლებელია მალე ერთ-ერთი რაიონის გუბერნატორის პოსტზე ვიხილოთ. ამ საკითხს სანდრო ბრეგაძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

   -"დიდი ხანია ვფიქრობდი მეთქვა თუ არა, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რადგან ეს ის სიმართლეა, რასაც ვფიქრობ-რბილად რომ ვთქვათ, ძალიან რბილად, ურბილესად-ირაკლი შიხიაშვილის გუბერნატორობა მიუღებელია,ხოლო ზაზა გაბუნიას გამგებლობა იმდენად გაუგებარი,რომ ამდენი წლის პოლიტიკაში ყოფნის მიუხედავად, დავიბენი! ამას როდესაც შინაურების წრეში ვსაუბრობდი ბევრმა ახლობელმა მირჩია ხმამაღლა არ მეთქვა,რადგან კარიერას გაიფუჭებო.მე პირიქით ვუყურებ ამ საკითხს და მოყვარეს თუ პირში არ უთხარი,თუ მისთვის საზიანო რამეზე არ მიუთითე მაშინ მოყვარე კი არა მტერი ხარ, ხოლო კარიერა წყალსაც წაუღია, ის ჩემთვის ყოველთვის მეორე, მესამე და მეათასეხარისხოვანია. ადამიანებმა მეგობრობა უნდა იცოდნენ და ამ მეგობრობას სიმართლით, ერთგულებით უნდა იცავდნენ და არა მლიქვნელობით თუ ფარისევლობით".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: