მერაბ შათირიშვილი:-"პარლამენტი აბსურდის თეატრს ჰგავს და აუცლებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები"
არასამთავრობო ორგანიზაცის "ახალი რეალობის" დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ხედავს. როგორ აფასებს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი შექმნილ რეალობას, რა შეცდომებსა და გადაცდომებს ხედავს კოალიციის დატოვების შემდეგ გვერდიდან და რაში ხედავს გამოსავალს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
-დღეს 8 აგვისტოა. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა შესაძლებელი აგვისტოს ომის თავიდან აცილება და ეთანხმებით თუ არა ივანიშვილის, როცა ის ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს?
-მე ყველაფერზე ჩემი შეხედულება მაქვს, ბიძინა ივანიშვილის თავისი. მე სააკაშვილს კი არ ვადანაშაულებ, სააკაშვილზე ვამბობ, რომ 2008 წლის გამო ის არის გასასამართლებელი. ჯერ ერთი, თვითონ ევროკავშირის ადამიანთა უფლებების კომისარმა, თუ არ ვცდები კომისარია ტალიავინი, დაგვიდო კვლევა და გამოძიება იმისა, რომ ხელისუფლებამ ღამით დაბომბა თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა, დიახ, ეს ჩვენი მოსახლეობაა, ეს არის ჩვენი ხალხი, თუ ჩვენია ისინი და ჩვენს ტერიტორიად ვთვლით და ოსები ნამდვილად ჩვენი ძმები არიან ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ასეთ შემთხევაში არ უნდა დაბომბო ვინც არ უნდა იყოს ის. რუსეთი რომ აგრესორია, ეს აქსიომაა და ამაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ მე რუსს პასუხი როგორ უნდა მოვთხოვო, თუკი მე სახელმწიფო არ ვიქნები? წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს მოვთხოვთ რუსეთს პასუხს, როგორც სახელმწიფო სახელმწიფოს.
-თქვენ ამბობს, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო არ შემდგარა?
- ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ჩვენ სახელმწიფო გვაქვს. იმიტომ, რომ სახელმწიფოებრიობის შემთხვევაში უნდა დაისაჯოს ის პირები, ის სახელმწიფო მოღვაწეები, რომელთაც 2008 წელს ჰქონდათ გადაცდომა, ზედმეტი ჩარევები ომში, ამის დოკუმენტაცია არსებობს, მით უფრო შენ გეუბნება ევროპა, რომ შენმა ხელისუფლებამ გადააჭარბა და დააშავა. როდესაც შენ ამას არ გააკეთებ, შენ ევროპის თვალში ხარ არარაობა, არა ხარ სახელმწიფო და ვერც ვერასოდეს რუსეთს პასუხს ვერ მოსთხოვ-მე როგორც სახელმწიფოს, შენ როგორც სახემწიფომ, რატომ დამიშავეო?
-და რატომ ვერ შევდექით როგორც სახელმწიფო? თქვენ, როგორც "ქართული ოცნების" ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი ალბათ ყველაზე მეტად ვალში ხართ იმ იმედგაცრუებული ხალხის წინაშე, რომლებიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ცვლილებებს ელოდა.
-მე, როგორც "ქართული ოცნების" დამფუძნებელი პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მე ვერ ვიტყვი, რომ იმ შესაძლებლობიდან, რაც მათ შეუძლიათ და რაც უკვე შეეძლო "ქართულ ოცნებას" და ახალ ხელისუფლებას არ გააკეთა და არ აკეთებს, უბალოდ ვერ აკეთებს, მისი შესაძლებლობები ზღვარამდეა მისული.
-ვერ აკეთებს რას ნიშნავს?
- აქ უამრავი წახნაგია უარყოფითი, რისთვისაც ვერ აკეთებს. ვერ აკეთებს ჯერ იმიტომ, რომ ასე უცებ, ასე თათარიახნად არ მოხდა ანგარიშსწორება იმ სამთავრობო პარტიასთან, რომელიც 9 წელი მართავდა ქვეყანას. ეს არის რაღაც მცდელობა, რომ ქვეყანა დემოკრატიულობისკენ წავიდეს. მაშინვე რომ მომხდარიყო ანგარიშსწორება, ჩვენ წავიდოდით წრეზე. სამწუხაროდ, შენარჩუნებულია ის ძალა ისევ პარლამენში და მას ეწოდება ალტერნატიოული ოპოზიციური ძალა, რაც შემაშფოთებელია. ამ დროს ამ ძალის მოთავეები და შემქმნელები არიან კრიმინალები, სახელმწიფო დამნაშავეები და უბედურება სწორედ ის არის, რომ რაღაც, როგორც გითხრათ , თვითონ ვითარებაა ცოტა გაურკვეველი, მძაფრი და კარგად არ შეფასებული ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ დაუსჯელობით ეს ხელისუფლება ტოვებს ძალას, რომელიც რევანშისტული ძალა იქნება მომავალში, ამიტომ რა გამოდის, მაინც ისევ წრეზე მივდივართ. ძალა, რომლის ლიდერებსაც იჭერენ და დასაჭერნი რა თქმა უნდა არიან, დღეს უკვე რევანშზე ფიქრობს, ეს ქვეყანაში უნდა დასრულდეს და თუ ეს ხელისუფლება ვერ მოვა გონს და პროცესებს ისე არ წარმართავს, როგორც ხალხს უნდა, მერწმუნეთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები შეიძლება დასრულეს კრახით. მე არ ვამბობ, რომ ეს ხელისულფება გასამართლდება რასაც აკეთებს იმისთვის, კიდევ კარგი, რომ ღვთის ნებით არის ხელისუფლება, რომელიც მომავალში არ გასამართლდება, მაგრამ თუ დაიჩემა ამ ხელისუფლებამ, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადიო, მე ყველაფრის გამომსწორებელი ვარ და ყველაფრის გამსწორებელიო, ამას ვეღარ შეძლებს უკვე... პარლამენტი აბსურდის თეატრს ჰგავს და აუცლებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
-ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ეს არის თემა, რომელიც მუსირებს საზოგადოებაში, თუმცა მეორე კუთხით რომ შევხედოთ, ყველა ელოდება ახალ ძალას ახალი სახეებით და ახალი სახელებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ვადამდელი არჩევნების შედეგებითაც უკმაყოფილო იყოს საზოგადოებაც და ოპოზიციაც და მართლაც უბრალო ჩანაცვება მივიღოთ. თქვენ ხედავთ ასეთ ახალ, მესამე ძალას?
-ნახეთ რა ხდება, საზოგადოების აქტივობით, ქართველი ხალხის აქტივობით ყოველთვის წარმატებას აღწევდა პოლიტიკური პარტიები. საქართველოში ეს უნდა დასრულეს. მე არასოდეს პოლიტიკურ პარტიაში არ ვყოფილვარ.
-თუმცა "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ხართ.
- მე ვთვლი, რომ ჩემი წასვლა "ქართულ ოცნებაში " აუცილებლობით იყო გამოწვეული და მე ჩემი ხალხის საქმეს ვაკეთებდი იქ და გავაკეთე კიდეც, ვერავინ იტყვის, რომ მე მოვითხოვე ამისთვის თანამდებობა, ვერავინ იტყვის, რომ მე გავნაწყენდი და წამოვედი, ვერავინ იტყვის, რომ მე ვინმეს რაიმე წამოვაყვედრე, მაგრამ როდესაც დავინახე, რომ "ქართულ ოცნებას" უკვე აღარ შეუძლია, მარტო, მხოლოდ პოლიტიკური ნებით, თუნდაც სახელისუფლებო ასე ვთქვათ სადავეებით მიიყვანოს საქმე ბოლომდე, მე დავუბრუნდი ჩემს ხალხს, რადგან ვიგრძენი, რომ ნიჰილისტურად განწყობილ 70%-ს მოტრიალება უნდა, ვიგრძენი, რომ კიდევ ერთხელ არის საჭირო, ხალხის, ასე ვთქვათ ხმა, ხალხის დადგომა, რომ ქვეყანა წავიდეს სწორ გზაზე. ჩვენ შევქმენით საზოგადოებრივი მოძრაობა, ჯერჯერობით ამ საზოგადოებრივ მოძრაობას ეწოდება "ახალი რეალობა", თუმცა სახელი შეიძლება შეიცვალოს, ამას არა აქვს მნშვნელობა, მაგრამ ამით რისი თქმა მსურს იცით? მთავარია ამ საზოგადოებრივ მოძრაობაში გაერთიანდეს ხალხი, ვინც ხელისუფლებას მიანიშნებს და აიძულოს კიდევაც, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რის შემდეგაც თვითონ ხალხი, თვითონ ძალა შექმნის ხალხისგან გამოსულ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ჩაანაცვლებს თუნდაც ფლაგმანს იმ რევანშისტული ძალისა, თუ ამაზე ხელისუფლება არ წავა და ხალხის ნებას არ გაითვალისწინებს, თუ ხალხი არ წამოვა ამაზე, რასაც მე გეუბნებით, მაშინ დავღუპულვართ ჩვენ.
-გასაგებია ბატონო მერაბ, მაგრამ ხალხი თავისით აღარ გამოვა, იმიტომ რომ ხალხს უკვე იმედი დაკარგული აქვს, ვიღაცამ უნდა გამოიყვანოს. თუ გეგულებათ საქართველკოში ისეთი პიროვნება, რომლის მოწოდებაზე კიდევ გამოვა 100 000 ქართველი?
-უყურეთ ჩვენ რას დავეჩვიეთ, ჩვენ დავეჩვიეთ ასეთ რაღაცას, მე ერთხელ ვთქვი, რომ სუსტია მეთქი ოდიშარია, როგორც კულტურის მინისტრი, კაცმა სამკვდო-სასიცოცხლოდ დამკარგა, ეს საჯაროდ ვთქვი ქრონიკაში და ტელევიზიითაც, იგივე თქვა ბიძინა ივანიშვილმა, ამ ორი ადამიანის შეფასების შემთხვევაში ერთი დაკარგა სამკვდრო-სასიცოცხლოდ ოდიშარიამ, მეორეს კი სულ იმას უმტკიცებდა, რომ მ ნამდვილად სუსტი ვარო. ამ მტკიცებებით და ასე ვთქვათ აღიარებით, რომ ის სუსტია და ის ბიძინა ივანიშვილის სიტყვას და შეფასებას არ უნდა შეეწინააღმდეგოს დღესაც შეინარჩუნა რაღაც თანამდებობა. ღმერთმა შეარგოს, პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა, გასაგებია ესეთი კაცი ვის ურჩევს ან რას ურჩევს, ქვეყანას სჭირდება თუ არა ეს მეორე საქმეა, მაგრამ ჩვენ აპელირება არ უნდა მოვახდინოთ ისეთ ადამიანებზე, ვინც არიქა ეს არის გადამრჩენელი ჩვენი. ასეთი რაღაც ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ევროპაში ამის გართულება არ აქვთ,
-მესმის პიროვნებების განდიდების მანია უნდა დასრულეს, ვადამდელი არჩევნები თუ არ ვცდები ხალხის პროტესტის ფონზე უნდა დაინიშნოს, რა გამოიყვანს ამ ხალხს?
-გამოიყვანს ერთ-ერთი ჩვენი ინტერვიუ, ვიღაცა იფიქრებს, რომ თუკი ჩვენ სწორად ვაკეთებთ ორიენტირებს, ვიღაც იფიქრებს, რომ ეს გადასაწყვეტია და გასაკეთებელია, მოიძიებს სად უნდა მოხდეს მისი და ჩვენი აზრების შეჯერება და როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ჩვენ არც ომს ვაპირებთ და არც ომს ვუცხადებთ, არც ვადანაშაულებთ ამ ხელისუფლებას, ერთადერთი საზოგადობის მოთხოვნილებაა ის, რომ ფაქტიურად დადგეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ ეს არ მოხდა, მართლაც დაიწყება ხალხისგან ამ ხელისუფლების დადანაშაულება, ეხლაც არის რიგი საკითხები, რომლისთვისაც შეიძლება ამ ხელისუფლების დადანაშაულება მორალურად, ზნეობრივად. თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მაინცდამაინც კანონის წინაშე დანაშაული უფრო მეტია, ვიდრე ზნეობრივი, მორალური, ერის და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული.
-ბატონო მერაბ, არ შემიძლია არ გკითხოთ იმ პორტირებულ ნაციონალებზე, რომლებმაც "ქართული ოცნების" რიგებში საკმაოდ ბევრი ადგილი დაიკავეს, ეს კარგად ცანს რეგიონებიდან მოსულ აღშფოთების წერილებშიც რატომ მოხდა იმ ადამიანების ოცნების რიგებში შეყვანა, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ოცნების სასტიკი მტრები იყვნე, გლობალური ამნეზია დაემართა მთავრობას?
-მე ვთქვი როცა გავერიდე "ქართულ ოცნებას". ეს არის სიამის ტყუპები. ფაქტიურად აქ არის სტოქჰოლმის სინდრომი, როცა მტრის დადებითი თვისებებით იხიბლები, თან ლანძღავ, თან იყენებ შენი პიარისთვის. ოდიოზური ფიგურები, რომლებაც შეიძლება მოგაყენონ ზიანი, ჩვენ მათ ვიჭერთ და დასაჭერი უნდა დაიჭირო, მაგრამ ფიგურები, რომლებიც ზიანს ვერ მოგაყენებენ და რომელთაც აქვთ თანხები, ფული და ჩვენ შეგვიძლია შკალა დავუწესოთ მათ, რომ ამის ზემოთ თავს ვერ წამოყოფთ შევისრუტოთ. აი ეს პოლიტიკაა და "ოცნებას" შეეზარდა "ნაციონალური მოძრაობის" მედროვეები , რომლებმაც გადაიცვეს ქართული ოცნების ქურქი და ხომ ვერ მეტყვით ეს ჩემი ბრალია?
-არ ვიცი, მეც სწორედ ამას გეკითხებით, ვისი ბრალია და რატომ დაემართა მთავრობას ამნეზია.
-აი, სწორედ ამიტომ ვერ დავინახე ჩემი ადგილი იქ. ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამების ბრალი, კალაძის დამოკიდებულების ბრალი ქვეყნის მიმართ და ეს არის თვითონ ღარიბაშვილის ბრალი, იმიტომ, რომ ესენი საქართველოს არ უყურებენ ეროვნული სულისკვეთებით, მათი პოლიტიკა არ არის ეროვნულ ღირებულებებზე დამყარებული, მათი პოლიტიკა არის უკვე შენარჩუნებაზე დამყარებყული. სახელისუფლებო შტოებში შეინარჩუნონ თავი და ეს იყოს კოალიცია ქართული ოცნების მმართველი პარტია. არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას ხელისუფლებამ საკუთარი ძალის დემონსტრირების გამო და თავის შენარჩუნების გამო.
-როგორია თქვენი ორგანიზაციის გეგმები და მოდით მკითხველს ვუთხრათ თქვენი ახალი მისამართიც.
-ჩვენ შემოდგომაზე ვგეგმავთ დიდ ეროვნულ ყრილობას, სადაც საზოგადოებას საშუალება ექნება გამოთქვას თავისი აზრი, ვიმსჯელებთ თუ რა ფორმით უნდა მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ერთად მივალთ გამოსავლიდან გამოსვლის გზამდე. ჩვენ ახალ მისამართზე ვართ. ეს არის კაკაბაძის #3. მერტოსადგურ რუსთაველთან, "მაგდონალდსის" უკანა ეზოში. 577 47 81 91