ქართული სახელმწიფო მუდმივად საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა
ქართული საბრძოლო ხელოვნება საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა.
ათასწლეულთა განმავლობაში საქართველო მსოფლიო ცივილიზაციისათვის გეოპოლიტიკურად ფრიად საინტერესო ტერიტორიას წარმოადგენდა. იგი იყო ფორპოსტი, რომელიც ერთის მხრივ კავკასიონის ჩრდილოეთით დიდი სტეპის ბინადარი მომთაბარა ბარბაროსებისაგან იცავდა ცივილიზებულ სამყაროს, მეორეს მხრივ დასავლურ და აღმოსავლურ კულტურებს შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციებს ასრულებდა. მსოფლიოს სავაჭრო სისტემისთვის ბუნებრივი სავაჭრო დერეფანი და გზაჯვარედინი გახლდათ.
საქართველოზე ყოველთვის იკვეთებოდა დიდი სახელმწიფოებრივი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები. ქართველებს ხშირად უხდებოდათ სახელმწიფო ინტერესების შენარჩუნებისთვის სისხლისმღვრელი ომების წარმოება, ქართული სახელმწიფო მუდმივად საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქართული საბრძოლო ხელოვნება საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა. ქართველი მეომრების სრულყოფილრბას მტერიც კი აღიარებდა.
ქართული საბრძოლო ხელოვნება 1
ქართული საბრძოლო ხელოვნება 2
ქართული საბრძოლო ხელოვნება 3