დავით ნარმანია:-"გაცილებით პროდუქტიული იქნება, თუ გამგებელი და შესაბამისი მაჟორიტარი დეპუტატი ერთობლივად გასვლით შეხვედრებს გამართავენ მოსახლეობასთან"
დავით ნარმანიამ დღეს ქალაქის გამგებლებსა და საკრებულოს დეპუტატებთან შეხვედრაზე, სადაც ქალაქის უბნების პრობლემებზე იყო საუბარი, გამგებლებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს მოსახლებასთან გასვლითი შეხვედრების გამართვა ურჩია.
-"არა მხოლოდ გამგეობასა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს შორის ურთიერთობაზე უნდა ვიფიქროთ, არამედ - თვითონ მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს შორის და ასევე, ხალხთან ურთიერთობაზე. ჩემი აზრით, გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება, თუ გამგებელი და შესაბამისი მაჟორიტარი დეპუტატი ერთობლივად გასვლით შეხვედრებს გამართავენ მოსახლეობასთან".