მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განგაში გამოაცხადა
დასავლეთ აფრიკაში მოდებულმა სასიკვდილო ვირუსმა უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განგაში გამოაცხადა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით ებოლას ვირუსი საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა და სავარაუდოდ, არც დაფიქსირდება, რადგან საქართველოს საზღვრებზე შემომავალი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკაცრად გაკონროლდება. კონტროლი იმ პირებს განსაკუთრებით შეეხებათ, რომლებიც დასავლეთ აფრიკიდან შემოდიან.
ეს ადამიანები აღრიცხვაზე იქნებიან აყვანილნი.