რას მოუწოდებს "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მთავრობას?!.
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მოუწოდებს, დონეცკიდან და ლუგანსკიდნ ევაკუირებული ბავშვები საქართველომ შეიფაროს.
ამის შესახებ პარტიის ოფისში ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლებელია საქართველომ უკრაინელ ბავშვებს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში საზაფხულო ბანაკი შესათავაზოს, რაც მისივე თქმით, დიდი თანხა არ დაჯდება.
"რამდენიმე დღეა უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის აღმოსავლეთიდან ახდენს ქალებისა და ბავშვების ევაკუაციას შედარებით უსაფრთხო ადგილებში. ჩვენ გვინდა მივმართოთ წინადადებით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ლუგანსკის და დონეცკის ოლქებიდან რამდენიმე ასეული ბავშვის ჩამოყვანა მაინც მოხდეს საქართველოში გარკვეული ხანგრძლივობით, თუნდაც ერთი თვე, ან თვენახევარი.
ამის გაკეთება შესაძლებელია ე.წ საზაფხულო ბანაკების ფორმით. ამას არ დასჭირდება ძალიან დიდი რაოდენობით თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ერთადერთი, რაც ამას სჭირდება, ეს არის ხელისულფების პოლიტიკური ნება"–განაცხადა ჯაფარიძემ.