ალექსანდრე მარგიშვილი-დაუსჯელი არავინ არ დარჩება

ალექსანდრე მარგიშვილი-დაუსჯელი არავინ არ დარჩება

  თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის მერის თანაშემწის მძღოლის ცემის ფაქტს გამოეხმაურა. 

  "სამწუხარო ფაქტი მოხდა, მერიის თანამშრომელი არის ნაცემი სერიოზულად, გადაყვანილია საავადმყოფოში და ალბათ, მალე არ გამოუშვებენ. ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, მე ჯერ ინფორმაცია არ მაქვს, გამოძიება დაწყებულია და ერთადერთი შემიძლია, გითხრათ, რომ დაუსჯელი არავინ არ დარჩება მიუხედავად იმისა, მერიის თანამშრომელია თუ არა", - განაცხადა მარგიშვილმა.

  ნარმანიას თანაშეწმის მძღოლი ზაზა გოგოლაძე თანამშრომლებმა გუშინ  სცემეს. გოგოლაძის თქმით, სახლთან 6 პირი დახვდა, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი სევდია უგრეხელიძის ყოფილი მძღოლი გელა ტურიაშვილია.

"უბანში, გაჩერებასთან ვიდექით, გამოიარეს ორი მანქანით, 6 იყვნენ. გადმოვიდნენ, დამაგდეს ძირს და რკინის "დუბინკა" მირტყეს. დაფიქსირებულიც არის ყველაფერი, მკლავდნენ. მეზობლები დამეხმარნენ. სამსახურში მისი მანქანა მომცეს, ჩავედი და ვუთხარი, რომ მისი მანქანა მომცეს და უფროსებთან გაერკვია. ციხის კადრები რომ იყო, მაშინ ისე გამოვიდა, რომ მე ვიცავდი პატიმრებს, ის კი ამბობდა, ღირსები არიანო და მაგაზე ვიკამათეთ მაშინ", - აცხადებს გოგოლაძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: