ირაკლი ღარიბაშვილი ანზორ ერქომაიშვილს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანზორ ერქომაიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
"დაბადების დღეს ვულოცავ სახელგანთქმულ ქართველ ფოლკლორისტს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს. დიდია ბატონი ანზორის ღვაწლი ქართული ხალხური პოლიფონიური მუსიკის გადარჩენისა და აღორძინების საქმეში. მას ქართული ხალხური მუსიკის პატრიარქიც უწოდეს. ანზორ ერქომაიშვილმა თაობები აღზარდა და შეგვინარჩუნა ფასდაუდებელი მუსიკალური საგანძური, რომელიც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია მთელ მსოფლიოში. დიდი მადლობა, ბატონო ანზორ, გაწეული ღვაწლისთვის, გისურვებთ შემოქმედებით წარმატებებს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. კვლავაც მხნედ და ენერგიულად გეშრომოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.