დავით ნარმანია მოსახლეობასთან შეხვედრას დღეს 14საათზე დაიწყებს
დღეიდან თბილისის მერი დავით ნარმანია მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. როგორც მერმა განაცხადა, "შეხვედრების მიზანი ის არის, რომ მოსახლეობამ თავისი სატკივარი იმ ადამიანებამდე მიიტანოს, რომლებიც მათ საკითხებს წყვეტენ და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება".
თბილისის მერთან შესვლის მსურველები უკვე იკრიბებიან. ადგილზე ხალხმრავლობის გამო სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.