საქართველოს 25 მუზეუმში, 29 წლამდე ახალგაზრდებისათვის შესვლა უფასო იქნება
ხვალ, 12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, 12 აგვისტოს, საქართველოს 25 მუზეუმში, 29 წლამდე ახალგაზრდებისათვის შესვლა უფასო იქნება.
ახალგაზრდებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
იხილეთ მუზეუმების ჩამონათვალი:
1. საქართველის ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
2. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
3. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)
4. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
5. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა
6. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი
7. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ელენე ახვლედიანის სახლ- მუზეუმი
8. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. უჩა ჯაფარიძის სახლ-მუზეუმი
9. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი
10. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
11. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
12. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი
13. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სვანეთის მუზეუმი
14. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი
15. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი
16. აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
17. ქუთაისის ისტორიის მუზეუმი
18. დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
19. ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი
20. ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი
21. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
22. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი
23. საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
24. ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი
25. მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი
ახალგაზრდობის დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.