შემზარავი მკვლელობა სოფელ "სიმონეთში" და ავტომაგისტრალის გადაკეტვის მუქარა

შემზარავი მკვლელობა სოფელ "სიმონეთში" და ავტომაგისტრალის გადაკეტვის მუქარა

    თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის მკვიდრის, ვასილ ცხელიშვილის ოჯახის წევრები საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. ცხელიშვილი 2012 წლის 12 სექტემბერს  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ პროკურატურა მკვლელს მფარველობს. 

    ვასილ ცხელიშვილის ოჯახის წევრებმა დღეს პარლამენტთან აქცია გამართეს და სახელმწიფოს დახმარება სთხოვეს. ცხელიშვილს ავტომანაქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის საზამთროს ყიდდა. 

    გარდაცვლილი ვასილ ცხელიშვილის ოჯახი საქმის გამოძიებას თავიდან ითხოვს. მათ მიაჩნიათ, რომ გამოძიება არასრულად ჩატარდა და საქმის ხელახალ გასაჩივრებას გეგმავენ, თვითმხილველები დღემდე კომენტრას მედიასთან არაკეთებენ, თავს იცენს კითხვები:

 1 -რატომ არ ტარდება ხელახალი გამოძიება? მაშინ როდესაც გარდაცვლილის მეუღლე საქმის გამოძიებას თავიდან ითხოვს, 2-რატომ არ დაკითხეს თვითმხილველები ? 3 -რა არის მიზეზი იმისა, რომ თვითმხილველები მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობენ,მეტიც ისინი ამბობენ, რომ არაფერი დაუნახავთ, თუმცა შეუძლებელია ვერ დაინახო სავაჭრო დახლიდან 26 მეტრზე  მომხდარი შემთხვევა, 4 -რატომ დაადანაშაულა გამოძიებამ გარდაცვლილი? რომელიც საკუთარ სავაჭრო დახლზე ავარის შედეგად გარდაიცვალა, 5 - ახლობლების ინფორმაცით ბრალდებულს გარდაცვლილის ოჯახისთვის არანაირი დახმარება არ გაუწევია , 6- რატომ დუმს გამოძიება ? 7- და ბოლოს რატომ არ მოჰყვა ხელისუფლების მიერ გამოხმაურება შემთხვევას , როდესაც გარდაცვლილის მეუღლემ ყველა ინსტანციას მიმართა , ტელეკომპანიებით, გაკეთებულმა განცხადებებმა. საგაზეთოებში, თუ სააგენტოებზე, გაშვებულმა ინფორმაციებმა უშედეგოდ ჩაიარა, მომხდარს გამოხმაურება არ მოჰყოლია , გარდაცვლილის მეუღლემ შორენა თევძაძემ არამარტო მაუწყებლებს და საგენტოებს, არამედ პრემიერის სახელზეც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ, განცახდებას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილის მეუღლე ახალგაზრდა ქალბატონი შორენა თევზაძე "ივერიონს" რამდენჯერმე დაუკავშირდა და მისი მონაყოლის გავრცელება რამდენჯერმე ითხოვა. ჩვენს ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ არაერთხელ გავაჟღერეთ მისი თხოვნა, თუმცა... ამჯერად "ივერიონი"-ს იმერეთის ბიუროს ჟურნალისტი დავით ცხვარაძე შემთხვევის ადგილზე პირადად ჩავიდა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

 ლაურა თევზაძე-გარდაცვლილის ცოლის და " გამოძიება კვლავ ობიექტურად უნდა ჩატარდეს და გაირკვეს ყველაფერი, რა მოხდა 2012 წლის 12 სექტემბერს, ამ კითხვებს მე არ უნდა ვსვამდე, ამას გამოძიება უნდა არკვევდეს, თუმცა ყველამ დავინახეთ რა უშედეგოთ წარიმართა გამოძიება.

 შორენა თევზაძე: (გარდაცვლილის მეუღლე)  გამოძიებამ საქმე დამიხურა და დამნაშავე ჩემი გარდაცვლილი მეუღლე გამოიყვანა, ამის მერე ვისი ვიწამო, მკვლელი 5 დღიდაც არ დამჯდარა ციხეში. მე არაფერს ვითხოვ, მინდა გამოძიება ჩატარდეს და მკვლელი დაისაჯოს მეტი არაფერი მინდა მისგან ერთი თეთრი რო თეთრია ის არ ამიღია, პირიქით, თვითონ მევაჭრებოდა აგერ მანქანა და წაიყვანე, მეტი რა გინდაო და როგორ ფიქრობთ, მანქანას რომელმაც მე ქმარი მომიკლა წამოვიყვანდი??? სიარული მე არ შემიძლია და არაფერი, გაწამებული მაქ ცხოვრება კლდიაშვილებმა კი მთლად დამამხო და დამაქცია" 

"ივერიონმა"გიორგი კლდიაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ, ორი დღის განმავლობაში სატელეფონო ხაზებს არავინ პასუხობს.

 სანდო წყაროზე დაყრნდობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი კლდიაშვილი საქართველოში არ იმყოფება. მოკლედ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს რომელიც ელვის სისწრაფიდ გამოირჩევა გახსნილი დანაშაულებებით გარდაცვლილის ოჯახის განცხადებებით ჯერ-ჯერობით არ დაინტერესებულა.

გარდაცვლილის დის, ზოია ცხელიშვილის თქმით, გამოძიებას ჯერ ქუთაისის საპატრულო პოლიციის გამომძიებელი გიორგი აბულაძე აწარმოებდა. თუმცა აბულაძემ არაფერი გამოიძია,დაზარალებულის მხრიდან მოწმეები არ დაიკითხა, რის გამოც იძულებული გახდნენ მთავარი პროკურორის -არჩილ კბილაშვილისათვის მიემართათ. "კბილაშვილმა საქმის ხელახალი გამოძიება ისევ ქუთაისს დააწერა. ესენი დამნაშავედ გარდაცვლილს თვლიან. შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. თუმცა საპატრულო პოლიციის მისვლამდე ადგილზე მოქალაქეები მივიდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ზუგდიდელი ტაქსის მძღოლი აცხადებდა – კაცი მოვკალიო. შემდეგ როდესაც დამნაშავემ ადვოკატი აიყვანა, იძახის, მე უდანაშულო ვარო," - ამბობს ზოია ცხელიშვილი. გარდაცვლილის მეუღლის შორენა თევზაძის თქმით, პროკურატურაში მათ განუცხადეს, რომ საქმეზე ძიება დასრულებულია და თუ მათ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება არ მოსწონთ, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება ურჩიეს.

 ოჯახის წევრების აცხადებენ, რომ მათ ამის საშუალება არა აქვთ, ამიტომ, დახმარებას სახელმწიფოსაგან ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

 

დავით ცხვარაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: