გური ოტობაია:-"დროზე შეაჩერეთ კაზანტიპი!"

გური ოტობაია:-"დროზე შეაჩერეთ კაზანტიპი!"

   კაზანტიპის რესპუბლიკა არახალია, როგორც იტყვიან კარგად დავიწყებული ძველია.

   მასზე უამრავი ანალოგი ეძებნება მსოფლიოში სექტების სახით. ხოლო ქართული ბელეტრისტიკიდან არქიფოს სინდრომი "დათა თუთაშხიადან" _ პოლიქრონიოს _ მრავალდროება, იმ განსხვავებით, რომ მათი მრევლი გამუდმებით თხრის, ოღონდ ტიტლიკანა არა, არამედ, ჩამოძენძილი და მამამარჩენალის ლუკმაპურს მიჩერებული.

როგოც მათ "კონსტიტუციაში" ვკითხულობთ, კაზანტის პრეზიდენტი ერთი წლით ირჩევა. აქ შიშველი სიარული არათუ ნებადართული, სავალდებულოა კიდეც!

ისინი ხელშემწყობი ქვეყნისგან არენდით იღებენ რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას და აცხადებენ თავიანთ რესპუბლიკად. 

კაზანტიპელების რელიგიაა "სასწაული".

   ესენი გახლავან წარმართობისკენ მიდრეკილები, ეთაყვანებიან მზეს, ასევე ღმერთთან სიახლოვეს გაურბიან. 

ყოველივე ამას საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს. მიგდებული ატომური სადგურის ტერიტოტიაზე, ვინმე ნიკიტას მიერ საერთო სახელწოდებით `ღამე რეაქტორში~. 

2000 წლამდე ისინი რეაქტორში ბუდობდნენ, მერე დაიწყო ამ ენერგიული და ეგზოტიკური ახალგაზრდების ხეტიალი ბოშებთან მიმსგავსებით. ფესტივალი ჯერ ვესლეს დასახლებაში გადაიტანეს, 2001 წლიდან კი ტარდება ყირიმის პატარა ქალაქ პოპიევკაში. მისი პრეზიდენტი და შემქმნელ-ინიციატორია ვინმე ნიკიტა I (ნიკიტა მარშუნოკი).

   იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წელს რუსეთის ფედერაციამ ყირიმი ფაქტობრივად დაიბრუნა,  მაისის დასაწყისში ფესტივალის (მეორენაირად `პროექტსაც~ ეძახიან) ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ეს საცოდაობა, (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) ეს ანტიადამიანური დარდუბალა საქართველოში, ანაკლიაში ჩატარდეს!

ქართველები აღმსარებელი, გულღია ხალხი ვართ. ჩვენ მზად ვართ შევიფაროთ რამდენიმე თვით თუ (მეტი ხნითაც) უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინელი ბავშვები,

მაგრამ კაზანტიპს 10 წლით ჩვენი სამასპინძლო არაფერი სჭირს!

   მათ მიიღეს გადაწყვეტილება, მაგრამ საკითხავია ვინ დაეთანხმა მეორე მხრიდან, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~, თუ კოალიცია  ~ქართული ოცნება?!~

   განმუხურის ტერიტორიაზე. 10 წლით მათთან კონტრაქტის გაფორმება ნიშნავს ანაკლიის პორტის იდეის დაკონსერვებას ზუსტად ამდენივე ხნით. 

ჩვენთვის აღმაშფოთებელია ერის სასიცოცხლო ინტერესების შემცველი ანაკლიის პორტის იდეის აკვანშივე მოგუდვა.

   რაც შეეხება თავად კაზანტიპის იერსახეს, მისი ფესვები ტარკოვსკის `ანდრეი რუბლოვიდან~ მოეფინება. იქაც დამახასიათებელია დედიშობილა მასობრივი გაჭრა ველად და აღვირახსნილი სექსუალური ორგიები!.. 

   ცხადია, კაზანტიპის უკან ვერაგული ჩანაფიქრი დგას: რადგან `"ნაცმოელებმა" ვერ შეძლეს 500 000-იანი ქალაქი ლაზიკას განხორციელება.

 

   "ანდრეი რუბლოვში" აღვირახსნილი სექსუალური ორგიებს მოჰყვა შემდეგი რეალობა: მაგალითისთვის, ვინმე ცოლ-ქმარი თავიანთ "ხატაში", ლოგინში შეყუჟულან და განცხრომას მისცემიან. ამ დროს წიხლით შემოაღებს "ხატას" ჩაუგმანავ კარებს მონღოლი. ამურული სცენა წამსვე შეწყდება. ქმარი მყისვე გამოეცლება სარეცელს, ხოლო, დედაკაცი დარჩება იქ, როგორც გემრიელი სექსუალური სამხარი მომხდურისთვის.

 

   კაზანტიპელები საქართველოში გადმობარგების მიზეზად და თარიღად ასახელებენ ყირიმში რუსეთის ექსპანსიას და აქედან გამომდინარე თარიღიც გარკვეულია _ 1914 წლია მაისი. ასე, რომ `ნაცმოძრაობას~ როგორც იტყვიან, აქ ხელები დაბანილი აქვს.

   -გამოდის, რომ სრული პასუხისმგებლობა უკვე "ქართულ ოცნებას" და მის გუნდს ეკისრება! 

 

   კაზანტიპის ფასეულობები მიუღებელია ჩვენი კუთხის მოსახლეობისთვის.  ეს ტიტლიკანა ხალხი ვერც წვეულებაში შემოიშვება ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე და ვეღარც _ პარაკლისზე. მაშ, რისთვის ააღებინეს ანაკლია-განმუხურის მოსახლეობას საბანკო სესხები?! საქმეც ეს არის, დიახაც იმიტომ, რომ ფინანსური მარწუხებით თვალი დაუბნელონ ხალხს უზნეობასთან შესაგუებლად. 

   კაზანტიპი სავალალოდ ტყუპისცალივით ჰგავს დურუ ძიგუას დუქანს `დათა თუთაშხიადან~. გვახსოვს, ჭალადიდის ერთ-ერ გზჯვარედინზე გამართულ დუქანში საკმაოზე მეტად ჭკუასუსტ კიკუს რაც დაემართება-აბრაგების "ბევრი ფული" თავგზას უბნევს ისედაც წკიპზე მისული კიკუს ცნობისმოყვარე სულს... 

   გვწადია, მსგავსი სცენების დატრიალება ჩვენს სათაყვანებელ სამეგრელოში, საქათველოს ხერხემლად რომ შერაცხეს ჩვენმა სასიქადულო ერისკაცებმა? თუ ჩვენივე ხელით გვინდა ამ ხერხემლის გადამსხვრევა?!

 

   20 აგვისტომდე ჯერ კიდევ საკმარისი დროა დარჩენილი. ჩვენ ამ პროვოკაციულად შემოგდებული თემის უკან ვხედავთ სახიფათო რისკებს, რაღაც გაუთვალისწინებელი პროვოკაციის შემთხვევაში, არა მარტო განმუხური და ანაკლია , არამედ მთელი საქართველო შეიძლება აღმოჩდეს დარტყმის ქვეშ. 

დათა თუთაშხიასავით ჩვენ ვერ გავეცლებით კიკუს მოსალოდნელ განშიშვლებას სიტყვებით: `არავის საქმეში არ ვერევი მე~. ჩვენ თანადროულად მივუთითებთ ხელისუფლებას, რათაAყველაფერი იღონონ ქვეყნისთვის მორიგი უბედურების შემცველი განსაცდლის თავიდან ასაცილებლად! 

  დროზე შეაჩერეთ კაზანტიპი! 

გური ოტობაია,

მწერალი.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: