ალუდა გოგლიჩიძე:-"მერთან შეხვედრები უფრო ორგანიზებული იქნება"

ალუდა გოგლიჩიძე:-"მერთან შეხვედრები უფრო ორგანიზებული იქნება"

   თბილისის მერთან შესახვედრად მერიაში ბევრი მოქალაქეა მისული, რამაც არეულობა გამოიწვია. მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე შექმნილ მდგომარეობაზე აცხადებს, რომ შემდეგი შეხვედრები უფრო ორგანიზებული იქნება.

    -კომუნიკაციის არარსებობის გამო პრობლემები მოჭარბებულია. ბუნებრივია, ეს არის პირველი შეხვედრა და გარკვეულწილად ეს მოსალოდნელი იყო. ბუნებრივია, გზადაგზა შევეცდებით და გავაკეთებთ იმას, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები უფრო ორგანიზებული იყოს"-განაცხადა გოგლიჩიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: