ჩივიაშვილი-ჩვენ მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს

ჩივიაშვილი-ჩვენ მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს

  შსს ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ადვოკატები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული  სასამართლოსთვის ემზადებიან.

  როგორც ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა სააპელაციო სასამართლოს მიერ 26 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით განაჩენის გამოცხადების შემდეგ განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდება, თუმცა დიდი მოლოდინი მათ არ აქვთ, ისევე, როგორც სააპელაციო წესით გასაჩივრების შემთხვევაში არ ჰქონდათ.

 "ჩვენ გავივლით ყველა აუცილებელ პროცედურას და მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

 რაც შეეხება პროკურორების განცხადებას იმის თაობაზე,რომ დაცვის მხარეს სასამართლო პროცესებზე რეალური არგუმენტები არ წარმოუდგენია, ადვოკატის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

 "წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, თუმცა მათი შეფასება არაადეკვატურად მოხდა, რადგან სასამართლოხელისუფლება ზეწოლის ქვეშაა", - განაცხადა ადვოკატმა.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: