მალხაზ ველიჯანაშვილი- შალვა თათუხაშვილის ჩვენების გაზიარება დაუშვებლად მიმაჩნია

მალხაზ ველიჯანაშვილი- შალვა თათუხაშვილის ჩვენების გაზიარება დაუშვებლად მიმაჩნია

  ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლომ "ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეში ბრალდების ერთერთი მნიშვნელოვანი მოწმის შალვა თათუხაშვილის ჩვენება არ უნდა გაიზიაროს. ველიჯანაშვილი აღნიშნულს იმ მოწმეზე დაყრდნობითაც ამბობს, რომელმაც თათუხაშვილთან საუბრის დეტალები პროცესზე გაიხსენა.

  "ეს არის ზოგადად, ის მიდგომა პროკურატურის, როგორ მოიპოვებენ მტკიცებულებებს, როგორ ზეწოლით მოჰყავთ და რა დღეში აგდებენ იმ მოწმეებს, ვისაც უწევს ცრუ ჩვენების მიცემა.

  მოწმეს დეტალურად ესაუბრა თათუხაშვილი იმ ზეწოლების შესახებ, რაც გადახდა პროკურატურაში, როგორ მიაცემინეს ჩვენება, როგორ აწამეს ის ადამიანი, გასროლების ფონზე, სხვადასხვა მეთოდით და როგორ არაფერი არ გააკეთეს იმ ადვოკატებმა, რომლებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ შალვა თათუხაშვილის ჩვენება არის გამოქვეყნებული და იმ ნაწილში მისი გაზიარება არის დაუშვებელი", - აცხადებს ველიჯანაშვილი.

  ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი  13 მარტს დააკავა. 

  ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულები ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, მისი ძმა ლევან ქარდავა, ასევე გიორგი მაზმიშვილი არიან. რამდენიმე დღის წინ, ახალაიას წინასწარი პატიმრობა მოეხსნა.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: