"აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა"

"აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა"

   დღეს. 11 საათზე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" კონფერენცია თემაზე: "აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა" გაიმართება.

   აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების რეჟიმის მიერ რეპრესირებულები და დაზარალებულები, რომლებიც უკვე წლებია, უშედეგოდ იბრძვიან საკუთარი სიმართლის დასადგენად, გაერთიანდნენ და ახალ მოძრაობას "აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა"-ს იწყებენ. მოძრაობას სათავეში გახმაურებული საქმის, "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი დამფუძნებელი, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული, რეპრესირებული და ბიზნეს წართმეული ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ჩაუდგა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: