ზაზა გაბუნია:-"გუშინ ნაძალადევში, ხეების უკანონოდ ჭრის ფაქტი აღმოვაჩინეთ"
ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია სოციალური ქსელით ნაძალადევში შექმნილ მდგომარეობაზე წერს:
-"გუშინ ნაძალადევში, ხეების უკანონოდ ჭრის ფაქტი აღმოვაჩინეთ და აღვკვეთეთ. სასწრაფოდ ჩავრთეთ საქმეში როგორც ეკოლოგიის ისე ზედამხედველობის სანსახურის ხელმძღვანელობა. ამას იმიტომ ვწერ, რომ მინდა იცოდეს ყველამ, ვისაც ნორმალურ ამბად მიაჩნია თავის კომერციულ მიზნებს შესწიროს მოსახლეობის და ქალაქის ინტერესები, ვინც თვლის რომ ხეების ჩეხვა ნორმალურია, გუშინდელის მსგავსად პირადად ვიქნები ყველგან რომ ასეთი თავხედობა და ვანდალიზმი აღვკვეთოთ. ჩვენ, მთელი ქალაქის მასშტაბით ვეძებთ ადგილებს, სადაც ახალ ნარგავებს გავახარებთ და უკვე დარგულ-გახარებულს მით უმეტეს არავის გავანადგურებინებთ. მოვუწოდებ მოსახლეობასაც, რომ ყურადღებით იყვნენ, იქონიონ ჩვენთან (გამგეობასთან) აქტიური კომუნიკაცია, რომ გუშინდელის მსგავსად, ერთად გვქონდეს რეაგირება მწვანე საფარის დაცვის საკითხებზე, სხვა საკითხებთან ერთად".