მელნიკოვის აღიარებით ჩვენებას პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი ეხმაურება
სანდრო გირგვლიანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის აღიარებით ჩვენებას პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი ეხმაურება.
"საკმაოდ გულწრფელი ჩვენება მისცა სასამართლოს. დაწყებული, თუ რა ხდებოდა "შარდენ - ბარში", თუ როგორ განვითარდა სიტუაცია, ვისი თხოვნითა და ვისი ბრძანებით მოხდა მის მიერ უკვე მინიშნება ალანიაზე და ამ უკანასკნელის მიერ გირგვლიანისა და ბუხაიძის გატაცება და შემდეგ ის ცნობილი მოვლენები ოქროყანის სასაფლაოზე, რაც განვითარდა",-აცხადებს პროკურორი.
შეგახსენებთ, რომ ოლეგ მელნიკოვი გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე თავს დამნაშავედ მიიჩნევს.აღიარებითი ჩვენება მელნიკოვმა გუშინ, გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე მისცა. მან აღნიშნა, რომ დათა ახალაიამ დაწერილ ჩვენებაზე ხელი მოაწერინა.