დავით სერგეენკო: ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში, ექიმს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება აღარ ექნება

დავით სერგეენკო: ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში, ექიმს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება აღარ ექნება

 ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში, ექიმს პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება აღარ ექნება.

 პაციენტის ზედოზირების მდგომარეობის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ სახეზეა დამატებითი გარემოებები, რომლებიც პოლიციისთვის ცნობის გადაცემას კანონით ისედაც ექვემდებარება.

 ესენია: ყველა ტრავმული და ტრავმაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე; უეცარი სიკვდილის ყველა შემთხვევა; ნაძალადევი სიკვდილის ყველა შემთხვევა; მოწამვლაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე; ქიმიური ან რადიაციული მოწამვლის ყველა და კვებითი ტოქსიკოინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა; საავადმყოფოში გვამის მოყვანიდან, ან 24 საათში სიკვდილის ყველა შემთხვევა, თუ ის უკავშირდება ნაძალადევ ქმედებას.

 შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც,  ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობა პოლიციისთვის ცნობის მიწოდებას აღარ ექვემდებარება, "სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის ბრძანებაში შევიდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: