ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება ყველა იმ ადამიანის გადაწყვეტილებას, ვინც ობიექტურ გამოძიებასან ითანამშრომლებს
პრემიერ-მინისტრი ოლეგ მელნიკოვის მიერ გუშინ მიცემულ სკანდალურ ჩვენებას ეხმაურება, სადა შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ხელს ყოფილ მაღალჩინოსნებს ადებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის მიესალმება ყველა იმ ადამიანის გადაწყვეტილებას, ვინც ობიექტურ გამოძიებასან ითანამშრომლებს.
"მივესალმები ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას, რომელიც ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და ობიექტურ გამოძიებასთან. ჩვენმა მოქალაქეებმა და მსოფლიომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგონ სიმართლე იმ სასტიკი რეალობის შესახებ, წლების განმავლობაში ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ მელნოკოვმა ჩვენება პროკურორების ზეწოლის შედეგად მისცა, პრემიერის თქმით, ეს ოპონენტების ბრალდებაა და ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე ოლეგ მელნიკოვი ყველა ეპიზოდში თავს დამნაშავედ ცნობს.მისი თქმით, წლების წინ ჩვენება დათა ახალაიამ დაუწერა, ახლა კი რეალობას აღწერს. მელნიკოვმა ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობაზე ისაუბრა. მან ხელი დაადო სოსო თოფურიძეს, დათა ახალაიას და გია ალანიას.