სასჯელაღსრულების მინისტრმა შვეიცარიის ელჩს უმასპინძლა

სასჯელაღსრულების მინისტრმა შვეიცარიის ელჩს უმასპინძლა

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შვეიცარიის ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. 

  მხარეებმა პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 მინისტრმა ელჩს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმები და ცვლილებები გააცნო და სამინისტროს სამომავლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა მთავარ მიზანს სისტემაში წესრიგი და ამავდროულად, ადამიანთა უფლებების დაცვა, ევროსტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოვება და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის გაძლიერება წარმოადგენს.

 შვეიცარიის ელჩის განცხადებით, ის აფასებს იმ ძირეულ ცვლილებებს, რომელიც პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა და სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: