შესაძლებელია თუ არა მელნიკოვის ჩვენების შემდეგ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდეს

შესაძლებელია თუ არა მელნიკოვის ჩვენების შემდეგ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდეს

 არის თუ არა შესაძლებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის აღიარებითი  ჩვენების საფუძველზე ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდეს - ამ საკითხზე განმარტებას სააკაშვილის ადვოკატი ოთო კახიძე აკეთებს და აცხადებს, რომ ეს მოსალოდნელი არ არის.

  როგორც ადვოკატი ამბობს, პრეზიდენტის გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირების შეწყალების შესახებ სამართლებრივ დავაში არ შეიძლება განიხილებოდეს.

  „სამართლებრივად ნაკლებად არის მოსალოდნელი ამგვარი მაბიჯი, ვინაიდან, როგორც არ უნდა მოგვწონდეს, თუ არ მოგვწონდეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება  - ეს არის კანონიერი, კონსტიტუციური გადაწყვეტილება. შესაძლოა, პოლიტიკურად იყოს მიუღებელი, მორალურად გაუმართლებელი, სხვადასხვა შეფასებები გაკეთდეს, ამის გამო  ხმა არ მისცენ შემდგომში ან პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ. მაგრამ, სამართლებრივად, ვინაიდან კანონის ჩარჩოში მოქმედებდა პრეზიდენტი, ძალიან გაჭირდება აქ რაიმე სისხლის სამართლებრივი დანაშაულის მოძებნა.

 

  ერთი კითხვაც უნდა დავსვათ საზოგადოებამ, როდესაც მელნიკოვის ჩვენებას ვისმენთ - კარგა ხნის განმავლობაში იგი იმყოფება ციხეში, ახლა გადაწყვიტა ალაპარაკდეს, არის თუ არა სანდო მელნიკოვის განცხადებები",-აცხადებს ადვოკატი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: