პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ,,ვაზიანი-2014" საველე სწავლებაში მონაწილეობისთვის საჩუქრად დანა და სიგელი გადასცეს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ,,ვაზიანი-2014" საველე სწავლებაში მონაწილეობისთვის საჩუქრად დანა და სიგელი გადასცეს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიგელი მთავრობის მეთაურმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძისგან მიიღო.
"ვაზიანი - 2014" საველე სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის სახელით კი პრემიერ-მინისტრს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ სპეციალური საჩუქარი - დანა გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საჩუქარი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისგან დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაულზე მიიღო.