არა _ კაზანტიპს! არ დავუშვათ უზნეობის დემონსტრირება საქართველოში!
საზოგადოება "ზუგდიდელის" განცხადება
საზოგადოება "ზუგდიდელი" ეროვნული ტრადიციებისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დამცველთა რიგებში ყოველთვის იდგა და მომავალშიც ასე გააგრძელებს არსებობას.
ჩვენთვის მიუღებელია ყოველგვარი არატრადიციული, ანტიარამართლმადიდებლური გამოვლინებები, რადგან, იგი ნოყიერ ნიადაგს ქმნის საზოგადოების გარყვნისა და დეგრადირებისთვის.
ჩვენ პირველებმა ღიად დავგმეთ თბილისის 2013 წლის 17 მაისის მოვლენები, კატეგორიულად გავემიჯნეთ ლგბტ-ს და ოფიციალური მიმართვაც გავუგზავნეთ საქართველოს პარლამენტს ერთსქესიანთა ქორწინებისა და ლგბტ-ს აღლუმების ჩატარების აკრძალვის მოთხოვნით. (მიმართვა გამოქვეყნდა გაზეთში "საქართველო და მსოფლიო").
ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დასავლეთის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის თავსმოხვეული, შორს გამიზნული ანტიდისკრიმინაციული კანონი მაინც მიიღო.
ამ კანონის მიღებამ ფართოდ კარი გაუღო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში (თანაც მარიამობის მარხვაში) "კაზანტიპის" ე.წ. ელექტრონული ფესტივალის ჩატარების ინიციატივას.
ვინც კარგადაა ჩახედული ამ "ფესტივალის" არსში, მისთვის ნათელია, თუ რა მასშტაბის უზნეობასთან გვაქვს საქმე: სექსი პლაჟზე, მამათმავლობა, დედათმავლობა, ნუდიზმი, ნარკომანია.... ყველაფერი ის, რაც ხელს შეუწყობს ერის სულიერად გახრწნას და სოდომ-გომორის ცოდვის დაკანონებას საქართველოს ღვთივკურთხეულ მიწაზე.
დიახ, მათი ლოზუნგია: სექსუალური თავისუფლება, რომელიც სურთ ე. წ. მუსიკალური ფესტივალის საბურველში გახვიონ...
მოსახლეობას აბითურებენ, რომ თითქოს ფესიტავლისგან ქვეყანა არნახულ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს.
ვეკითხებით სრულიად საქართველოს: განა შეიძლება ერის საგანძური _ სინდის-ნამუსი, ტრადიცია, პატრიოტული სულისკვეთება, ფულზე გავყიდოთ და ამით სოციალური ფონი გავიუმჯობესოთ?!
ან ასეთი აღვირახსნილი ქმედებებით, როგორ გვინდა შერიგების ხელი გავუწოდოთ ტრადიციების მიმდევარ აფხაზ და ოს და-ძმებს?!
განა სხვა, უფრო საღი და გონივრული ბერკეტები არ არსებობს ქვეყნის ეკონომიკური დონის გასაუმჯობესებლად?!
დიახაც, არსებობს, მაგრამ რა კონკრეტულ ღონისძიებებს ვატარებთ ამ მიმართულებით?! არც არაფერს. ეტყობა, თანდათან ძვალ-რბილში გვიჯდება ე. წ. დასავლური თეზა: "ადამიანი, რომ დაიმონო, ჯერ იგი უნდა გაათახსირო, მერე კი ნახირად უნდა აქციო".
აქვე გვინდა მოვიყვანოთ ანტიქრისტეს მოციქულის _ პოლონელი-ებრაელის, "სამასთა კომიტეტის" წევრის, ბზბიგნეგ ბზეიჟინსკის ერთი "ფრთიანი" ფრაზა: "კომუნიზმის დანგრევის შემდეგ დასავლეთ სამყაროს ნომერ პირველი მტერია მართლმადიდებლობა".
ასე რომ, შემოტევა დაუფარავად გრძელდება ჩვენი მართლმადიდებლური ფასეულობების წინააღმდეგ. ეს კი ნიშნავს, ჩვენი ცნობიერებიდან ისეთი ჭეშმარიტი ტრადიციული ცნებების უარყოფის მცდელობას, როგორიცაა: ეროვნული სულისკვეთება, ოჯახი და სამშობლო.
ჩვენდა სამწუხაროდ, ამგვარ პოლიტიკურ თამაშებში დაინტერესებული ძალები _ არასამთავრობო სექტორი, თავიანთი გავლენის აგენტების ძალისხმევით დღითიდღე აფართოებენ მოქმედების არეალს და საქართველო _ ეს უძველესი კულტურისა და ღირსეული ტრადიციების ქვეყანა, უნდათ ამ აღვირახსნილობის მორევში ჩაძირონ. სამწუხაროდ ამას ხელს უწყობს დღევანდელი ხელისუფლების, რბილად რომ ვთქვათ, ინდიფერენტული მიდგომა და საზოგადოების აშკარა პასიურობაც.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, ქართველ ხალხს, სრულიად საქართველოს, როგორც არასდროს, დღეს გვჭირდება გონივრული სიმტკიცე ერის, მამულისა და სარწმუნოების დასაცავად. როგორც დიდი ილია ბრძანებდა: "სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: "მამული, ენა, სარწმუნოება და თუ მასაც ვერ ვუპატრონეთ რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას". ამიერიდან ეს მოწოდება თითოეული ქართველის ცხოვრების კრედო უნდა გახდეს, ანუ, დავდგეთ იქ, "სადაც ქარიშხალია"....
ჩვენ, საზოგადოება "ზუგდიდელის" წარმომადგენლები ვგმობთ ამ ვაკხანალიას და კატეგორიულად მოვითხოვთ "კაზანტიპის" (და მსგავსი ღონისძიებების) ჩატარების აკრძალვას არა მარტო ანაკლიაში, არამედ, საქრთველოს ნებისმიერ კუთხეში.
მოვუწოდებთ ქართველ ხალხს: გამოვიდეთ საღათას ძილიდან _ არ დავუშვათ ამ უზნეობის დემონსტირება საქართველოში!
უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ერთსულოვნება და უზნეობასთან შეურიგებლობა ხვალინდელი ჯანსაღი საქართველოს საწინდარი იქნება.
უფალი შეგვეწიოს!
საზოგადოება "ზუგდიდელის" სახელით
ოთარ ფაცაცია, ფრიდონ თოდუა, ბონდო ჯიქია, მურმან ნაჭყებია, ვაჟა ფიფია, კარლო ვეკუა, სოსო ჩხაიძე, ნაპო მესხია, იური გუგუჩია, ნუგზარ სართანია, გური ოტობაია, გონერი არახამია, ტიტე მოსია, ანზორ ბარამია, კლარა ფაჩუაშვილი, ბესიკ მორგოშია, ანზორ შელია, გენო ბეჭვაია, ლევან ბეჭვაია, რევაზ ცაავა, რუსლან აბსანძე, დემურ გადელია, ზაურ ნაჭყებია.
12. 08. 2014 წ.