გიორგი მარგველაშვილი დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გიორგი მარგველაშვილი დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ლიდერებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება მათ იმ პროექტებზე გაამახვილეს, რომლებსაც საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებს. როგორც საუბრისას აღინიშნა, არსებული პროექტები კვლავაც გაგრძელდება და ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო განვითარდება. საუბარი ასევე შეეხო ნატოს სამიტს, რომელიც სექტემბრის დამდეგს უელსში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის არჩეულ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის.