გურამ გირგვლიანის განცხადებით, მელნიკოვის აღიარებით გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ვერსია დასტურდება
გურამ გირგვლიანის განცხადებით, მელნიკოვის აღიარებით გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ვერსია დასტურდება.
"შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელი აღიარება მელნიკოვის მიერ იყო ერთ-ერთი აუცილებელი და როგორც იქნა, მან თქვა ის, რაც უნდა ეთქვა ამდენი ხნის განმავლობაში. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის ცნობილი იყო და მთელმა საზოგადოებამ იცოდა, უბრალოდ მან ეს გუშინ დაადასტურა", -განაცხადა გირგვლიანმა
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახი თათია მაისურაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, ამ ფაქტს გურამ გირგვლიანი არ ადასტურებს.
"თუ მან რაღაც დამალა და არ თქვა თავის დროზე, მემგონია, მას ახლა შეუძლია ეს შეცდომა გამოასწოროს და თქვას, რაც იცის და რაც შეიძლება, მაშინ ვერ თქვა. ისე, მე მისი პირდაპირი დადანაშაულება არ შემიძლია", -განაცხადა გირგვლიანმა.
ოლეგ მელნიკოვი სანდრო გირგვლიანის საქმეზე თავს ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნობს. მისი თქმით, მას თავის დროზე ჩვენება დავით ახალაიამ დაუწერა.