ვატიკანი მუსულმან ლიდერებს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების ძალადობის დაგმობისკენ მოუწოდებს
ვატიკანი მუსულმან ლიდერებს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ ჩადენილი "ენით აუწერელი დანაშაულებრივი ქმედებების" დაგმობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ უცხოური მედია ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
"არანაირი მიზეზი და მით უმეტეს, რელიგია, ასეთ ბარბაროსობას არ ამართლებს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ათიათასობით ქრისტიანმა და იეზიდმა თავიანთი საცხოვრებელი მას შემდეგ დატოვეს, რაც ერაყში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა მთელი რიგი ქალაქები აიღეს.