ტრენინგი "ადგილობრივი თვითმმართველობების ახლადარჩეული თანამდებობის პირებისთვის" დღეს გაიმართება,
ტრენინგი "ადგილობრივი თვითმმართველობების ახლადარჩეული თანამდებობის პირებისთვის" დღეს, 12:00 საათზე სასტუმრო "ბომონდ გარდენში" გაიხსნება.
პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID)-ის პროგრამის, დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) მხარდაჭერით ხორციელდება.
ტრენინგს ახლადარჩეული მერები და გამგებლები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ტრენინგი 13, 15 და 17 აგვისტოს გაიმართება.