რატომ გაანთავისუფლა თამარ სანიკიძემ გია მამულაშვილი?
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
შიდა აუდიტის დასკვნასთან და მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გია მამულაშვილმა ცენტრში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დღეს თავად ისაუბრა.
შიდა აუდიტი ცენტრი ცენტრის მიერ პროგრამის "ქართული ენა მომავლის წარმატებისთვის" ფარგლებში ქართული ენის შესასწავლი სახელმძღვანელოების დიდი რაოდენობით ბეჭდვას (ტირაჟი 20 000); ამავე სახელმძღვანელოების სატენდერო პირობებით ბეჭდვისთვის წიგნების წინასწარი ფასთა მოკვლევის არ არსებობას და ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგების ფარგლებში ტრენერების არასწორ საათობრივ ანაზღაურებას ედავება.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ითქვა, ცენტრის დირექტორი, თანამშრომლები და მასწავლებელთა ტრენერები კატეგორიულად არ ეთანხმებიან აუდიტის დასკვნას, რადგანაც თითოეული აღნიშნული ბრალდების საპასუხოდ ცენტრმა დოკუმენტურად დადასტურებული პასუხები წარადგინა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ბრალდების გასაჩივრებას გეგმავს.