ნოდარ ხადური- საგადასახადო ბაზა უიმედო დავალიანებებისგან უნდა გავანთავისუფლოთ!

ნოდარ ხადური- საგადასახადო ბაზა უიმედო დავალიანებებისგან უნდა გავანთავისუფლოთ!

"საგადასახადო კოდექსში"ინიცირებული ცვლილებები ფისკალურად ბიუჯეტს არაფერს დააკლებს" - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა.

 "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი მინისტრმა, დღეს, ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელებთან განიხილა. 

  შეხვედრაზე ყურადღება ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების მექანიზმის გამარტივებაზე, მცირე მეწარმეთათვის საკონტროლო სალარო-აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული, დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმის ჩამოწერასა და 5000 ლარამდე დავალიანების უზრუნველყოფის გარეშე ერთი წლით გადავადებაზე.

 "საგადასახადო დავალიანების მოცულობა, ზოგადად, საკმაოდ მაღალია, მაგრამ ამას ემსახურება ეს ცვლილებებიც, რომ ბაზები გავასუფთავოთ ისეთი დავალიანებებისგან, რომლებიც უიმედოა.დღესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ კოლმეურნეობები 25 წელია, აღარ არსებობს, არიანკოლმეურნეობები, რომელთაც საგადასახადო დავალიანება უფიქსირდებათ, ამიტომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და ვასუფთავებთ ბაზებს ასეთი უიმედო დავალიანებებისგან და ამავე დროს,გვინდა, შეღავათი გავუწიოთ ბიზნესმენებს. ფისკალურად, ეს ბიუჯეტს არაფერს დააკლებს, რადგანრეალურად, ამ ბიზნესმენებს არ აქვთ შესაძლებლობა, ეს თანხები გადაიხადონ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: