დავით ნარმანია - პროექტ "პანორამა თბილისთან" დაკავშირებული დოკუმენტაცია დამუშავდება და შესაბამისი მსვლელობა მიეცემა
პროექტ "პანორამა თბილისთან" დაკავშირებული დოკუმენტაცია დამუშავდება და შესაბამისი მსვლელობა მიეცემა. აღნიშნულზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ჯერჯერობით "პანორამა თბილისის" პროექტთან დაკავშირებული განაცხადი და დოკუმენტაცია მერიაში არ შემოსულა. წინა ხელისუფლების პირობებში შემოსული იყო დოკუმენტაცია და იყო შესაბამისი განხილვები. როგორც ვიცი, ინვესტორი კომპანიის მხრიდან მიმდინარეობს განახლება. როცა დამატებითი დოკუმენტაცია შემოვა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავამუშავებთ მას და შესაბამის მსვლელობას მივცემთ." - განაცხადა დავით ნარმანიამ.