ჯუმბერ კირვალიძე-"იმის გაზომვა და აწონვა ძნელია, თუ ვინ უფრო დაასუსტა და შეარყია ამ ადამიანთმოძულე რეჟიმის და მათი ნაცბელადის მმართველობა"
პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე facebook საკუთარ გვერდზე მელნიკოვის აღიარებით ჩვენებასთან დაკავშირბეით პოსტს აქვეყნებს:
"ოლეგ მელნიკოვმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე ყველა ეპიზოდში თავი დამნაშავედ ცნო! ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, არსებობდა შეთანხმება, რომ მკვლელობის გამო საზოგადოებაში გამოწვეული აგრესიის და პროტესტის ჩასახშობად ყოფილმა ხელისუფლებამ კონკრეტული გეგმა შეიმუშავა, რომლის თანახმად ფორმალურად 4 მაღალჩინოსანი უნდა დაეკავებინათ, თუმცა იყო დაპირება, რომ ისინი გათავისუფლდებოდნენ და ეს დაპირება შეხვედრების დროს, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ისე ზურაბ ადეიშვილმა გასცეს!!! დიახ, "ნაცხროვის" მმართველობის 9 წლის მანძილზე ბევრი უბედურება დატრიალდა ქვეყანაში და ბევრიც შეეწირა მას... ვისაც როგორ შეეძლო, ისე ებრძოდა დუჟმორეული და გამძვინვარებული სააკაშვილის და მისი ზონდერების უგვანო რეჟიმს! იმის გაზომვა და აწონვა ძნელია, თუ ვინ უფრო დაასუსტა და შეარყია ამ ადამიანთმოძულე რეჟიმის და მათი ნაცბელადის მმართველობა, მაგრამ, პირველი, ვინც მახსენდება, ეს ნაწამები სანდრო გირგვლიანის დედაა - ირინა ენუქიძე!.. გახსოვთ, როგორ "მიუთითა" ნაძირალა სააკაშვილმა შვილმკვდარ დედას, - "კუთხეში დაჯდეს და ჩუმად იტიროსო"!.. დიახ, 2006 წლის იანვრიდან დაწყებული, როცა მას შავები ჩააცვეს, ერთი წუთით არ შეუწყვეტია ბრძოლა ამ ჯალათებთან, სანამ პირში სული ედგა!!..ძალიან აკლია დღევანდელ საქართველოს, ირინა ენუქიძე!.. ეს ტანჯული ადამიანი, პირადმა უბედურებამ ყველა მართალი ქართველის დად და დედად აქცია!!!... ნათელში ამყოფოს უფალმა, შეწირული დედა-შვილის სულები, ჩვენ კი, ქართველ ხალხს მუდამ გვახსოვდეს ირინა ენუქიძის სამოქალაქო გმირობა და არასოდეს არ დავუშვათ ამდაგვარი რეჟიმის არსებობა საქართველოში! ამის გარანტი, სამოქალაქო საზოგადობის სოლიდარობაა, რაც ასე გვაკლდა და გვაკლია დღესაც!!!..." - წერს ჯუმბერ კირვალიძე.