ქუთაისის მე-15 სკოლას სექტემბრიდან ლია კუხიანიძე აღარ უხელმძღვანელებს?
ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლას სექტემბრის თვეში ლია კუხიანიძე ვეღარ უხელმძღვანელებს
"როდესაც სკოლის დირექტორებს ხელფასები ემატებათ, მაშინ მიწევს სკოლიდან წასვლა"- ამბობს კუხიანიძე. სანდო წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე-15 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლია კუხიანიძე სექტემბრის თვეში საჯარო სკოლას დატოვებს, ამის შესახებ თავად ამავე სკოლის ყოფილი პედაგოგი იუწყება, ერთ-ერთ სხდომაზე კუხიანიძემ განაცხადა " როდესაც სკოლის დირექტორებს ხელფასები ემატებათ მაშინ მიწევს სკოლიდან წასვლაო" ეს სიტყვები ამავე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ეკუთნის , აღნიშნული ინფორმაცით "ივერიონი"ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კორდინატები მოითხოვა. ტელეფონით თავად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ლია კუხიანიძეს ვესაუბრეთ. არც მეტი, არც ნაკლები კუხიანიძემ ჟურნალისტს სიტყვის დასრულება არ აცადა და თქვა, რომ ეს ინფორმაცია ვისგანაც გაიგეთ იმასთან გადაამოწმეთო, ასევე აღნიშნა, რომ "ივერიონი"-მა რამდენჯერმე საპირისპირო დაუწერა და მასთან კომენტარს არ გააკეთებს.
"ივერიონი"-მა კიდევ ერთხელ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით სცადა დირექტორთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ, კუხიანიძემ კომენტარი არ გააკეთა და ტელეფონი გათიშა. დატოვებს თუ არა 15 საჯარო სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი? ამ კითხვას სკოლის ადმინისტრაციაში არავინ პასუხობს, თავად დირექტორი კი საინფორმაციო საგენტო "ივერიონი"-ზე გულდაწყვეტილია.
დავით ცხვარაძე